როგორ ეხმაურება კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ლელო” თბილისის მერობის კანდიდატად მერაბ სეფაშვილის კანდიდატურას განიხილავს

  • რო­გორც კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მას აქვს კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა, თუ რა უნდა გა­კეთ­დეს თბი­ლის­ში მომ­დევ­ნო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და სხვა პარ­ტი­ე­ბი ვის კან­დი­და­ტუ­რას წა­რად­გე­ნენ, ამას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

“დიდი ინ­ტე­რე­სი არ მაქვს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ ვინ იქ­ნე­ბა მათი მხრი­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მე მაქვს ჩემს გუნდთან ერ­თად ხედ­ვა, თუ რა სჭირ­დე­ბა ჩვენს დე­და­ქა­ლაქს მომ­დევ­ნო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რო­გორ უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ იმ სირ­თუ­ლე­ებს, გა­მოწ­ვე­ვებს და პრობ­ლე­მებს, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს თბი­ლის­ში. სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი ვის კან­დი­და­ტუ­რას წა­რად­გე­ნენ, ჩემ­თვის ამას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს“, – გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.