რუსეთმა და ინდოეთმა დაადასტურეს თავდაცვის სფეროში კავშირები და პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობის სტატუსი

მასმედიის საშუალებების ცნობით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ ფომინმა გამართა შეხვედრა რუსეთის ფედერაციაში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და უფლებამოსილ ელჩთან ვინაი კუმართან.

მოლაპარაკებების პროცესში მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და დაადასტურეს მომავალში სპეციალიზებული თანამშრომლობის გაძლიერებისადმი საკუთარი მისწრაფება განსაკუთრებულად პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში.

ასევე, პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ, სამშაბათს, რუსეთმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სუვერენულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება დამოუკიდებლად აირჩიონ სავაჭრო პარტნიორები და განსაზღვრონ ეკონომიკური თანამშრომლობის პირობები უშუალოდ მათი საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. (ТАСС-ის ცნობა).

ინდოეთის მისამართით აშშ-ს მხრიდან მუქარის კომენტირებისას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა: „ჩვენ ვთვლით, რომ სუვერენულ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ უფლება და მათ ნამდვილად გააჩნიათ უფლება დამოუკიდებლად შეირჩიონ საკუთარი სავაჭრო პარტნიორები, პარტნიორები სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით და დამოუკიდებლად განსაზღვრონ ის ურთიერთმოქმედების ფორმები, რომლებიც თანხვედრაში შედიან თითოეული კონკრეტული ქვეყნის ინტერესებთან“.

Reuters-ის ცნობით, სამშაბათს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში, „ძალიან მნიშვნელოვნად“ გაზრდის ინდოეთიდან იმპორტის გადასახადს მიმდინარე 25%-იანი განაკვეთიდან ნიუ-დელის მიერ რუსეთის ნავთობის უწყვეტ შესყიდვებთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ, უმოკლეს ვადებში, ინდოეთმა განაცხადა, რომ „ინდოეთზე განხორციელებული იერიში არის გაუმართლებელი და არაგონივრული“. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობა მიიღებს ყველა საჭირო ზომას მისი საკუთარი ეროვნული ინტერესების და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად.

მათი წარმომადგენლის ცნობით, ინდოეთმა დაიწყო საქონლის შემოტანა რუსეთიდან, ვინაიდან ტრადიციული მიწოდებები ხორციელდება სხვა მიმართულებებით ევროპაში უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, და ის ქვეყნები, რომლებიც აკრიტიკებენ ინდოეთს, თვითონ აწარმოებენ ვაჭრობას რუსეთთან.

„რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, მათ კვლავ შემოაქვთ რუსეთიდან ურანის გექსაფტორიდი საკუთარი ატომური მრეწველობისთვის, პალადიუმი ელექტრომობილების წარმოებისთვის, სასუქი, და ასევე ქიმიკატები.  აქედან გამომდინარე, ინდოეთზე იერიშის მიტანა ყოვლად გაუმართლებელია და არაგონივრულია.  სხვა რომელიმე ქვეყნის მსხვილი ეკონომიკის მსგავსად, ინდოეთი ასევე მიიღებს ყველა საჭირო ზომას მისი საკუთარი ეროვნული ინტერესების და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდეც, ინდოეთი იცავდა საკუთარ სუვერენულ უფლებას ენერგეტიკული პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებით, რომელიც ეფუძნება მის ეროვნულ ინტერესებს, და ამტკიცებდა, რო ენერგომატარებლების ყველა შესყიდვა განისაზღვრება ბაზრის დინამიკით და შექმნილი მსოფლიო კონიუნქტურით.