ალასკის გუბერნატორი: ალასკა ტრამპისა და პუტინის ისტორიული შეხვედრის მასპინძლობისთვის მზად არის

ალასკის შტატის გუბერნატორმა, მაიკ დანლივიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი შტატი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ისტორიული შეხვედრის მასპინძლობისთვის მზად არის.

შტატის გუბერნატორი აცხადებს, რომ მოლაპარაკების ადგილად ალასკის შერჩევა შემთხვევით არ მომხდარა. მისი თქმით, შტატს ორმაგი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს – როგორც ისტორიული, ისე გეოგრაფიული.

„ალასკა მსოფლიოში ყველაზე სტრატეგიული ადგილია. რუსეთი ალასკისგან მხოლოდ ორი მილის დაშორებით მდებარეობს და არცერთი სხვა ადგილი არ თამაშობს უფრო მნიშვნელოვან როლს ჩვენს ეროვნულ თავდაცვაში, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და არქტიკულ ლიდერობაში. ალასკა მზადაა, უმასპინძლოს ამ ისტორიულ შეხვედრას“, – დაწერა დანლივიმ.

ცნობისთვის, ტრამპისა და პუტინის სამიტი ალასკაზე 15 აგვისტოს გაიმართება.