აფრიკის ქვეყნებში ქოლერის აფეთქება დაფიქსირდა

აფრიკის 23 ქვეყანაში ქოლერის აფეთქება დაფიქსირდა. აფრიკის დაავადებატა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრების ცნობით, მიმდინარე წელს ინფიცირების 205 000 შემთხვევა დაფიქსირდა. სიკვდილიანობამ 2,1% შეადგინა. გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 1,9% შეადგინა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ქოლერით დაავადების დროს გარდაცვალების ძირითადი მიზეზი ორგანიზმის გაუწყლოებაა. შესაბამისად, ამ დაავადებისგან ყველაზე ხშირად ღარიბი ადამიანები და სოციალურად დაუცველი ფენების წარმომადგენლები იღუპებიან, რომლებსაც სასმელ წყალზე წვდომა არა აქვთ.

გაეროს ბავშვთა ფონდის ცნობით, წვიმების სეზონის დაწყების პარალელურად ქოლერით დაავადების რისკის ზონაში 80 000-მდე ბავშვი აღმოჩნდა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ წყალდიდობების დროს ფეკალიები საპირფარეშოებიდან ჭებში და მდინარეებში ხვდება, საიდანაც აფრიკელები წყალს იყენებენ.

განსაკუთრებით რთული სიტუაცია აფრიკის იმ რეგიონებში შეიქმნა, სადაც მოხალისეთა მუშაობა კონფლიქტების გამოა გართულებული, როგორც ეს აღმოსავლეთ კონგოში ან სუდანში ხდება.