რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა დაადასტურა, რომ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკის შტატში გაიმართება.
„ამერიკულმა მხარემ ახლახან განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებაზე 15 აგვისტოს, პარასკევს, ალასკაზე. რუსეთი და აშშ ახლო მეზობლები არიან და ერთმანეთს ესაზღვრებიან. შესაბამისად, სავსებით ლოგიკურია, რომ სწორედ ალასკაზე გაიმართოს ორი ქვეყნის ლიდერების ასეთი მნიშვნელოვანი სამიტი“, – აღნიშნა იური უშაკოვმა.
მისი თქმით, მოსკოვი ელოდება, რომ პუტინისა და ტრამპის შემდეგი შეხვედრა, ალასკის შემდეგ, რუსეთში გაიმართება.