რატომ მაინცდამაინც ალასკა? – რა მიწების გაცვლაზე იქნება საუბარი ტრამპი-პუტინის შეხვედრის დროს და რატომ ღელავს ზელენსკი?

სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რია, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და დო­ნალდ ტრამ­პის ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მი­ტი ალას­კა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა, – ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის თა­ნა­შემ­წემ, იური უშა­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

„რუ­სე­თი და აშშ ახლო მე­ზობ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს ესა­ზღვრე­ბი­ან. სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რია, რომ ჩვე­ნი დე­ლე­გა­ცია უბ­რა­ლოდ ბე­რინ­გის სრუ­ტეს გა­და­უფ­რენს და ორი ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბის ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­მი­ტი ალას­კა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და უშა­კოვ­მა.

მისი თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე ლი­დე­რე­ბი “უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სის ხან­გრძლი­ვი და მშვი­დო­ბი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბის ვა­რი­ან­ტებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ“.

ამას­თან, უშა­კო­ვის ცნო­ბით, დო­ნალდ ტრამპსა და ვლა­დი­მერ პუ­ტინს შო­რის მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა, შე­საძ­ლოა, რუ­სეთ­ში გა­ი­მარ­თოს.

“თუ მო­მა­ვალ­ზეც ვი­ფიქ­რებთ, მა­შინ მი­ზა­ნი ვლა­დი­მირ პუ­ტინ­სა და დო­ნალდ ტრამპს შო­რის შემ­დე­გი შეხ­ვედ­რის რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ტა­რე­ბა უნდა იყოს. შე­სა­ბა­მი­სი მოწ­ვე­ვა აშშ-ის პრე­ზი­დენტს უკვე გა­და­ე­ცა“, – აღ­ნიშ­ნა უშა­კოვ­მა.

დო­ნალდ ტრამ­პის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გაც­ვლა მოხ­დე­ბა.

“სა­უ­ბა­რია ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რო­მელ­თა გა­მოც სამ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია სას­ტი­კი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ბევ­რი უკ­რა­ი­ნე­ლი­სა და რუ­სის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. ახლა და­გეგ­მი­ლია ამ მი­წე­ბის ნა­წი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა და ორ­მხრი­ვი გაც­ვლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. პრო­ცე­სი რთუ­ლია, მაგ­რამ ჩვენ და­ვაბ­რუ­ნებთ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ნა­წილს, გარ­კვე­ულ გაც­ვლებს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და ეს ორი­ვე მხა­რის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­სას­რუ­ლებ­ლად „რა­ღა­ცა­ზე ხე­ლის მო­სა­წე­რად მზად უნდა იყოს“.

“ჩვენ რომ არ ჩავ­რე­უ­ლი­ყა­ვით რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის ომი მსოფ­ლიო ომად გა­და­იქ­ცე­ო­და. ეს მე შე­ვა­ჩე­რე. ახლა ერ­თა­დერ­თი კი­თხვაა დარ­ჩე­ნი­ლი, თუ რო­დის მოგ­ვარ­დე­ბა ეს. შე­საძ­ლოა ეს ძა­ლი­ან მალე მოხ­დეს“, – აღ­ნიშ­ნა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.

ამ დროს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი უკვე უპირისპირდება ტრამპის გეგმას. „უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი უკრაინის კონსტიტუციაშია, ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ მივცემთ“, – თქვა ზელენსკიმ.

„მათაც კი, ვინც რუსეთს უჭერს მხარს, იციან, რომ ის ბოროტებას სჩადის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ რუსეთს ჯილდოს იმისთვის, რაც მან გააკეთა. უკრაინელი ხალხი იმსახურებს მშვიდობას. თუმცა, ყველა პარტნიორმა უნდა გაიგოს, რა არის ღირსეული მშვიდობა. ეს ომი უნდა დასრულდეს და ის რუსეთმა უნდა დაასრულოს. რუსეთმა დაიწყო და აჭიანურებს, არ ითვალისწინებს რაიმე ვადას და ეს არის პრობლემა. უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი უკვე უკრაინის კონსტიტუციაშია. არავინ გადაუხვევს და არც შეუძლია გადაუხვიოს ამას . უკრაინელები არ გადასცემენ თავიანთ მიწას ოკუპანტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.