აზერბაიჯნის და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა პირველად გამოაქვეყნეს ტექსტი ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებისა

აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა პირველად გამოაქვეყნეს ტექსტი ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებისა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.

ამ პუბლიკაციის თანახმად, შეთანხმება შედგება 17 მუხლისგან.

დოკუმენტით, სომხეთი და აზერბაიჯანი უარს ამბობენ ტერიტორიულ პრეტენზიებზე ერთმანეთის მიმართ, ასევე ძალის გამოყენებაზე ერთმანეთის წინააღმდეგ. ხელშეკრულება ითვალისწინებს უარს მესამე ძალების განთავსებაზე ორი ქვეყნის საზღვარზე. საზღვრის დელიმიტაცია განხორციელდება სხვა შეთანხმების საფუძველზე.

ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ სომხეთი და აზერბაიჯანი აპირებენ უკან გაიწვიონ ერთმანეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში შეტანილი სარჩელები, ასევე გეგმავენ ერთობლივი კომისიის შექმნას, რომელმაც სამშვიდობო შეთანხმების შესრულება უნდა აკონტროლოს.

პარასკევს, 8 აგვისტოს ვაშინგტონში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ჩარჩო-ხელშეკრულებას სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ, დერეფანმა აზერბაიჯანი უნდა დააკავშიროს თავის ნახიჩევანის ექსკლავთან. აშშ-მა – რომელიც ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შუამავალი იყო – მიიღო უფლება განავითაროს დერეფანი აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის. ამ დერეფნის არარსებობა მთავარი წინაღობა იყო სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების პროცესისთვის.

 

წყარო: “რადიო თავისუფლება”