ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი გულბაათ რცხილაძე, თავის ფეისბუკ-გვერდზე იგონებს:
“2012 წლის გაზაფხული, ჩვენი ევრაზიის ინსტიტუტის მიერ უსაფრთხოების თემაზე გამართული მრგვალი მაგიდა – მაშინ ხათუნა ლაგაზიძეც კი არ იყო რუსეთის ფაქტორის წინააღმდეგი, ოღონდ კი მიშპოცა [მიშა სააკაშვილი] გადაგვეგდო…
საინტერესოა ძალიან: ბ-ნი ვალერი კვარაცხელია გამოვიდა და ირონიით ახსენა “ქართული ოცნება” – შეიძლება, პარტიას ოცნება დაარქვაო? კიდევ უფრო საინტერესოა, რომ ვალერიან (ვაკა) გორგილაძემ გულიანად გაიცინა და ტაში დაუკრა ბატონ ვალერის. დღეს ერთიც და მეორეც დიდად “ოცნებობენ” – ჩემგან განსხვავებით…
მოკლედ, საინტერესო შემადგენლობა იყო, ხალხი მაშინ აქტიურად დადიოდა კონფერენციებზე, მიშას დროს უფრო არ ეშინოდათ, ვიდრე ახლა, ამჟამად “უჩინ-მაჩინად” გადაქცეული მამუკა არეშიძეც კი იმყოფებოდა. ქ-ნი ლაგაზიძის, ბ-ნი ვალერის და ბ-ნი ვაკას გარდა მონაწილეობდნენ თურქოლოგი პროფ. ზაურ მჭედლიშვილი, ასევე თურქოლოგი, ბრწყინვალე სპეციალისტი – ვიქტორ ჭიკაიძე, მიშიზმთან დაუღალავი მებრძოლი – ცნობილი პუბლიცისტი – დავით მხეიძე, საქართველოში საკონსულო საქმის შემქმნელი, დიპლომატი ჰამლეტ ჭიპაშვილი და სხვები… ამ საპატიო ხალხთან თვით კუკიც [კახა კუკავა] მყოლია მოწვეული და ბევრი მომენტი, რომელიც ნოსტალგიით მახსენდება”… – წერს გულბაათ რცხილაძე.