აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ახლა მისი კარგი მეგობრები არიან.
თეთრი სახლის ლიდერი 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ გაფორმებულ სამშვიდობო დეკლარაციას კიდევ ერთხელ, ეხმაურება და ნაბიჯს დადებითად აფასებს.
„დიდი პატივია, ვიმყოფებოდე სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან.
ხელი მოვაწერეთ სამშვიდობო შეთანხმებას ომისა და სიკვდილის შემდეგ, რომელიც ათწლეულები გრძელდებოდა. ორი შესანიშნავი ადამიანი, დიდი ლიდერი. ახლა ისინი ჩემი კარგი მეგობრები არიან!“, – დაწერა ტრამპმა.