ევროკავშირმა სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებმაც 8 აგვისტოს სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, შეთანხმებების შესრულებასა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების სრულ ნორმალიზებაში მხარდაჭერა შესთავაზა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა განაცხადა.
სამსახურის ცნობით, ორშაბათს [11 აგვისტოს], შუადღისას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა კაია კალასმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, არარატ მირზოიანთან და ჯეიჰუნ ბაირამოვთან.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა შესთავაზა ევროკავშირის მხარდაჭერა შეთანხმების განხორციელებაში, ინვესტიციები სატრანსპორტო კავშირებში და დახმარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების სრულ ნორმალიზებაში“, – იტყობინება სამსახური.