„მათი მიზანია უარი ვთქვათ ისტორიაზე და იდენტობაზე, საბოლოო ჯამში კი იქამდე მივიდეთ, რომ ვეღარ გავერკვეთ, ვინ ქალია და ვინც კაცი, ამ ტიპის საზოგადოება, ყველაზე უღირსი და ყველაზე იოლად სამართავია“ – ზაზა შათირიშვილი

“ცივილიზებული მსოფლიოს უდიდესი ნაწილი უკვე კარგა ხანია მიეჩვია, რომ დასავლურმა ლიბერალიზმმა, რომელიც წლების წინ თავისუფლებასთან ასოცირდებოდა, დროთა განმავლობაში სახე და ბუნება იმდენად იცვალა, რომ ლამის საკუთარი არსის საწინააღმდეგო ცნებად იქცა”, – წერს ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილში.

როგორც ფილოსოფოსი აღნიშნავს, ამის დასტურად, ბოლო წლების ტენდენციებს თავი რომ დავანებოთ, ახლახან მომხდარი შემთხვევებიც გამოდგება.

“მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, დასავლური ლიბერალიზმის კრიტიკით ევროკავშირის წევრი ქვეყნის – უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი გამოირჩა, რომელმაც საჯაროდ ისაუბრა იმ უსიამოვნო სიმართლეზე, რომლის მოსმენაც არავის სურს.

ვიქტორ ორბანმა, პრაქტიკულად, მილიონობით ევროპელის სათქმელი გააჟღერა, როდესაც განაცხადა, რომ დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში, ადამიანები რისკავენ სამუშაო ადგილებს, თუ ღიად გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს გენდერული იდეოლოგიის ან მასობრივი მიგრაციის საკითხებზე. ანუ, თუკი იტყვი, რომ ტრადიციულ ოჯახის მომხრე ხარ ან თუ მასობრივ მიგრაციას ეწინააღმდეგები, სამუშაოს დაკარგავ. უფრო მეტიც, კრიტიკას რომ თავი დავანებოთ, თუ ლგბტ იდეოლოგიაზე ეჭვნარევ მოსაზრებას გამოხატავ, რაც ჰომოფიბიად და დისკრიმინაციად არის შერაცხული, უდიდესი ალბათობით და გერმანული პოლიციის ძალისხმევით – გისოსებს მიღმა აღმოჩდებით, თანაც საკმაოდ დიდი ხნით.

დასავლური ლიბერალიზმის ეს მანკიერი, ახალი მხარე, რომელიც თავისუფლების ნაცვლად, ადამიანებისთვის შეზღუდვების დაწესებასა და ჩაგვრასთან არის დაკავშირებული, ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში – ერთგვარ სტანდარტად ჩამოყალიბდა, სტანდარტად, რომლის დაცვასაც არა მხოლოდ ამ გაერთიანებაში შემავალ, არამედ მისი წევრობის კანდიდატებსაც საჯაროდ სთხოვენ.

როგორ შეიძლება აქ არ გავიხსენოთ ასევე რამდენიმე დღის წინანდელი პოლიტიკური სკანდალი, როდესაც შვედეთის პრემიერმა ღიად განაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინამ ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხი უნდა დაარეგულიროს, რითაც, ფაქტობრივად, ლგბტ თემის ლეგალიზება მოსთხოვა.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა შეუთვალა უკრაინის ხელისუფლებას – ერთნაირსქესიანთა ქორწინებას თუ არ დაუშვებთ, ევროკავშირში არაფერი გესაქმებათ!

ვისაც აზროვნებისა და მეხსიერების პრობლემა არ აქვს, საქართველოსთანაც მარტივად გაავლებს პარალელს და იმასაც გაიხსენებს, რომ უკრაინის მსგავსად, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რასაც როგორც ევრობიუროკრატები, მათ შორის ვიქტორ ორბანის მიერ ხსენებული გერმანია, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ანუ დემოკრატები, პირდაპირი, თუ არაპირდაპირი გზით, დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ საქართველოსგან.

მოგეხსენებათ ისიც, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონის გაუქმება იყო, რაც მთავარი წინაპირობა გახლავთ იმისა, რომ შემდგომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება მოითხოვონ, ასევე, იმ კანონების მიღება, რაც ლგბტ თემის სასარგებლოდ, გერმანიასა და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებში აქვთ მიღებული.

ვისაც არ სჯერა, რომ ეს – ასეა, შეგახსენებთ ჩვენს უახლეს წარსულს, როდესაც ასე, მარტივად დაიწყო ყველაფერი; ევრობიუროკრატია თავიდან ხომ მხოლოდ იმას ითხოვდა, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებს საქართველოში, თბილისში, ქალაქის ცენტრში, პატარა მიტინგი ჩაეტარებინათ მცირე ხნით… აბა ამით თითქოს რა უნდა დაშავებულიყო?!

და დაშავებით რომ შავდება, თანაც ძალიან, ნებისმიერი დამეთანხმება, ვისაც საკუთარი თვალით უნახავს ევროპულ ქალაქებში, მაგალითად, ბარსელონაში, ლგბტ თემის სექსუალური შინაარსის თავყრილობები, ლამის ორგიები, რომლებსაც არცთუ იშვიათად, არასრულწლოვანთა თანდასწრებით ხდება.

საერთო ჯამში, ამ ყველაფრის შედეგია, რომ დღეს ევროკავშირს დაკარგული აქვს ის მთავარი, ფუნდამენტური მნიშვნელობის ღირებულებები, რამაც ამ გაერთიანების და ზოგადად, ევროპის აყვავება განაპირობა. მეტიც, ამ ფუნდამენტურ ღირებულებების საფუძველზე ჩამოყალიბებული ევროპული ერთობა ინგრევა, რამეთუ ქრისტიანულ ჰუმანურობაზე დაფუძნებული იდეოლოგია – ლგბტ პროპაგანდაზე დაფუძნებულმა იდეოლოგიამ შეცვალა.

სწორედ ამიტომ, ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროკავშირი, ლამის ერთხმად ითხოვენ საქართველოსგან და მსგავსი, ტრადიციული ქვეყნებისგან, რომ უკან გაიწვიონ ნებისმიერი კანონი, რაც არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან და ოჯახური ღირებულებების დაცვას უკავშირდება.

ჩნდება ლოგიკური კითხვა, რომელსაც ასევე ლოგიკური, მარტივი პასუხი აქვს:

რას ემსახურება ეს ყველაფერი? რა არის ამის საბოლოო მიზანი?

ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველო მორალურად, იდეოლოგიურად, დავიდეს ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნების დონეზე, სადაც გენდერის, თუ ოჯახური ღირებულებების შესახებ განსხვავებული, ტრადიციული აზრის ქონის გამო, შესაძლოა სამსახური დაკარგო, ან სულაც დაგიჭირონ…

შედეგად, ამას მოჰყვება ის, რომ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ლგბტ თემის წევრთა რიცხვი, ძირითადად, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ხარჯზე.

და კიდევ ერთი კითხვა – კი მაგრამ, რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი მათ, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას?

რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ რომ დავკარგოთ სამშობლო, უარი ვთქვათ ისტორიაზე და იდენტობაზე, საბოლოო ჯამში კი იქამდე მივიდეთ, რომ ვეღარ გავერკვეთ, ვინ ქალია და ვინც კაცი. რასაკვირველია, ამ ტიპის ადამიანები, ამ ტიპის საზოგადოება, ყველაზე უღირსი და ყველაზე იოლად სამართავია მათ შორის, რაც კი ისტორიას ახსოვს.

იმის მიუხედავად, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების უკან „დიპ სტეიტი“, იგივე არაფორმალური ოლიგაქრიული მმართველობა დგას, ნებისმიერ ფასად, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დაცვა იდეოლოგიური შტურმისგან”, – წერს ზაზა შათირიშვილი.