FT: საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი მზად არიან ირანის წინააღმდეგ სანქციები აღადგინონ

საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ გაეროს განუცხადეს, რომ მზად არიან განაახლონ სანქციები ირანის წინააღმდეგ, თუ ის არ დაუბრუნდება საერთაშორისო საზოგადოებასთან მოლაპარაკებებს თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ,- ამის შესახებ Financial Times იტყობინება.

მედიის ცნობით, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაეროს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ნათქვამია სანქციების დაწესების შესახებ, თუ ირანი შესაბამის ზომებს არ მიიღებს.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ თუ ირანი 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე დიპლომატიური გადაწყვეტის მისაღწევად მზად არ იქნება ან არ გამოიყენებს გახანგრძლივების შესაძლებლობას, ჩვენი ჯგუფი მზადაა სანქციების ხელახლა დაწესების მექანიზმი აამოქმედოს“, – ნათქვამია გამოცემის ცნობით, მინისტრების წერილში.