სერგეი ლავროვი ალასკაზე დაგეგმილ აშშ-ისა და რუსეთის სამიტში მონაწილეობას მიიღებს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა საშუალებას იძლევა, მსჯელობისას ყურადღება კონცენტრირებული იყოს ორი ქვეყნის ურთიერთობებში დაგროვილ ყველა საკითხზე.
ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთი პრეზიდენტების შეხვედრა ალასკაზე, ქალაქ ანკორიჯში 15 აგვისტოს გაიმართება.