უკრაინის მოკავშირეებმა შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეამსუბუქონ, თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება – Sky News

უკრაინის მოკავშირეებმა შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები თანდათანობით შეამსუბუქონ, თუ ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიიღწევა, იუწყება Sky News ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ამავდროულად, გამოცემის წყაროების ცნობით, ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში სანქციები განახლდება.

ისინი იმედოვნებენ, რომ 15-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაუყოვნებლივ მიიღწევა (სანქციები ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ ძალაში დარჩება), სანამ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების უფრო სტრუქტურირებული პაუზა დამყარდება.

იტალიის მთავრობის წყაროებმა Sky News-ს ასევე განუცხადეს, რომ დღეს, 13 აგვისტოს, ევროპელ ლიდერებსა და ტრამპს შორის ვიდეოკონფერენციის დროს ისინი აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპა ჩართოს.

„ის [დონალდ ტრამპი] ევროპის ქვეყნებს სამხედრო ხარჯების გაზრდას სთხოვს, ამიტომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ“, – აღნიშნა იტალიელმა დიპლომატმა.

გარდა ამისა, წყაროებმა ხაზი გაუსვეს, რომ საუბრის დროს იტალია ხაზს გაუსვამს უკრაინისთვის მკაფიო სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური გარანტიების აუცილებლობას.