გერმანია აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 500 მილიონ დოლარს გამოყოფს

გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად 500 მილიონ დოლარს გამოყოფს. ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, გერმანია გამოყოფილი ფულით შეისყიდის იარაღს, რომელიც ევროპაში არ იწარმოება, ან რომელიც ამერიკის მიერ ევროპელ პარტნიორებსა და კანადაზე უფრო სწრაფად იქნება მიწოდებული.

„ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები. ისინი სასწრაფოდ არის საჭირო რუსეთის ფედერაციის საჰაერო იერიშებისგან თავის დასაცავად, რის გამოც უკრაინაში სულ უფრო მეტი სამოქალაქო პირი იღუპება“, – აღნიშნულია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამრიგად, როგორც გერმანიის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, ოფიციალური ბერლინი უკრაინის მხარდაჭერის ერთგული რჩება.