ნიკოლ ფაშინიანი – ახალი ტრანზიტული დერეფანი, „ტრამპის მარშრუტი“ სარგებელს მოუტანს როგორც რუსეთს, ასევე ირანს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ახალი ტრანზიტული დერეფანი, „ტრამპის მარშრუტი“ სარგებელს მოუტანს როგორც რუსეთს, ასევე ირანს. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

„იცით, ვფიქრობ, შეთანხმება და დეკლარაცია შეიცავს საკმაოდ ხელშესახებ სარგებელს ირანისთვის და რუსეთისთვისაც, რადგან როცა ეს შეთანხმება განხორციელდება, მაგალითად, ირანს ექნება წვდომა რკინიგზაზე სპარსეთის ყურიდან შავ ზღვამდე და რუსეთსა და ირანს ექნება შესაძლებლობა, ჰქონდეს სარკინიგზო კავშირი, კავშირი ორ ქვეყანას შორის. ვგულისხმობ, რომ თუ ჩვენ უფრო კონცენტრირებული ვიქნებით ამ შეთანხმების ეკონომიკურ მხარეზე, არა მხოლოდ სომხეთს, აზერბაიჯანს, შეერთებულ შტატებსა და თურქეთს, არამედ რუსეთსაც და ირანსაც ექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ხელშესახები სარგებელი, სინამდვილეში უპრეცედენტო, რადგან სამხრეთ კავკასიაში ჩვენ არ გვაქვს ახლა რკინიგზა, რომელიც აკავშირებს ირანს რუსეთთან“, – აღნიშნა ფაშინიანმა.