სკოტ ბესენტი: აშშ ინდოეთს დამატებით ტარიფებს დაუწესებს, თუ ტრამპსა და პუტინს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშლება

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ ინდოეთს დამატებით ტარიფებს დაუწესებს, თუ ტრამპსა და პუტინს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშლება.

მისი თქმით, გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინის  ალასკაში შეხვედრის შედეგებზე.

„ჩვენ ინდოეთს რუსული ნავთობის შეძენისთვის მეორადი ტარიფები უკვე დავუწესეთ. თუ საქმე კარგად არ წავა, სანქციები ან მეორადი ტარიფები შეიძლება გაიზარდოს“, – განაცხადა ბესენტმა Bloomberg TV-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, აშშ-მა ინდოეთს ყველა იმპორტზე დამატებით 25%-იანი ტარიფები დაუწესა.