ორგანიზაცია Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა უმრავლესობა არ თვლის, რომ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს, – აღნიშნულის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გამოკითხვა ჩატარდა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე, ხოლო შედეგებმა აჩვენა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა სკეპტიკურადაა განწყობილი ტრამპის უნარის მიმართ, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.
რესპონდენტთა თითქმის 60%-მა განაცხადა, რომ ისინი „არც ისე დარწმუნებული“ ან „საერთოდ არ არიან დარწმუნებული“ იმაში, რომ ტრამპს შეუძლია ევროპის ყველაზე სისხლიანი კონფლიქტის თაობაზე „გონივრული გადაწყვეტილების“ მიღება. ამასთან, ამერიკელთა აზრი თანაბრად გაიყო იმ საკითხზე, აქვს თუ არა აშშ-ს ვალდებულება, დაეხმაროს უკრაინას თავდაცვაში.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გაიმართება.