ლავროვი სსრკ-ს მაისურით, კიევური კატლეტები ბორტზე, დახვედრით და საშინელი პირობებით უკმაყოფილო რუსი ჟურნალისტები და შეხვედრა აქციის ფონზე – რა ხდება ალასკაზე, სადაც ტრამპ-პუტინს ელიან (ფოტო/ვიდეო)

დო­ნალდ ტრამ­პი და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ალას­კა­ზე დღეს პი­რა­დად შეხ­ვდე­ბი­ან. ტრამ­პი პუ­ტინს ალას­კის უდი­დეს ქა­ლაქ­ში, ან­კო­რი­ჯში შეხ­ვდე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 300 000 მო­სახ­ლე­ო­ბის მქო­ნე ქა­ლა­ქი ლი­დე­რებს ელ­მენ­დორფ-რი­ჩარდსო­ნის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე მი­ი­ღებს.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის იური უშა­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მოს­კო­ვის დრო­ით 22:30 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა (თბი­ლი­სის დრო­ით 23:30 სა­ა­თი) და­ი­წყე­ბა.

პუ­ტი­ნი და ტრამ­პი ჯერ პი­რის­პირ შეხ­ვედ­რას გა­მარ­თა­ვენ, შემ­დეგ კი შეხ­ვედ­რა გაგ­რძელ­დე­ბა დე­ლე­გა­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით „ხუთი ხუთ­ზე“ ფორ­მა­ტით.

  • რა ხდე­ბა ალას­კა­ზე

ის­ტო­რი­უ­ლი სა­მი­ტის­თვის მზა­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ალას­კა­ზე, კერ­ძოდ ან­კო­რი­ჯის ქუ­ჩებ­ში უჩ­ვე­უ­ლო ხმა­უ­რია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ. ქუ­ჩებ­ში გა­მო­სუ­ლებს უჭი­რავთ დიდი ბა­ნე­რე­ბი და უკ­რა­ი­ნის დრო­შე­ბი.

“ალას­კა დგას უკ­რა­ი­ნის გვერ­დით” – ასე­თი ლო­ზუნ­გით არის გა­მო­სუ­ლი და მათ ქუ­ჩა­ში მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბიც უერ­თდე­ბი­ან.

დახ­ვედ­რით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არი­ან რუსი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. კრემ­ლის ერთ-ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა Alaska Airlines Center-დან, რო­მე­ლიც დრო­ე­ბი­თი გან­თავ­სე­ბის პუნ­ქტად გა­და­ა­კე­თეს ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც აცხა­დებს რომ ეს “სპარ­ტა­ნუ­ლი პი­რო­ბე­ბია“.

“აი აქ სპარ­ტა­ნუ­ლი პი­რო­ბე­ბია. ეს რა­ღაც წი­თე­ლი ჯვრის­გან არის… ყვე­ლას აქვს ბა­ლი­ში, სა­ფა­რი, ასეა გა­მო­ყო­ფი­ლი ლო­გი­ნე­ბი და აქ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა უნდა და­ი­ძი­ნონ… ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მი­ტის წინ“, – აცხა­დებს ვი­დე­ოს ავ­ტო­რი.

უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას არ მა­ლავს კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი. რო­გორც თა­ვის ტე­ლეგ­რა­მარხზე წერს, ჟურ­ნა­ლის­ტებს ბორტზე კი­ე­ვუ­რი კატ­ლე­ტე­ბი მი­არ­თვეს.

‘’ჩვენს ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ი­სით ალას­კა­ზე გაფ­რინ­დნენ, თვითმფრი­ნავ­ში კი­ე­ვუ­რი კატ­ლე­ტე­ბით გა­უ­მას­პინ­ძლდნენ ”, – წერს სი­მო­ნი­ა­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი ლავ­როვს, ის ან­კო­რი­ჯში СССР-ის მა­ი­სუ­რით ჩა­ვი­და.

მა­ი­სუ­რის ში­ნა­არსზე მას კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, თუმ­ცა გა­ნა­ცხა­და რომ რუ­სეთს მკა­ფიო გეგ­მე­ბი აქვს.

„ჩვენ არას­დროს ვგეგ­მავთ წი­ნას­წარ. ჩვენ ვი­ცით, რომ გვაქვს არ­გუ­მენ­ტე­ბი, გვაქვს მკა­ფიო, ზუს­ტი პო­ზი­ცია. ჩვენ მას და­ვა­ფიქ­სი­რებთ. სტი­ვენ უიტ­კო­ფის ვი­ზი­ტე­ბის დროს აქ უკვე ბევ­რი რამ გა­კეთ­და, პრე­ზი­დენ­ტმა ამის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. უიტ­კოფ­მა პრე­ზი­დენტ ტრამ­პის სა­ხე­ლით ისა­უბ­რა. იმე­დი მაქვს, რომ დღეს ამ ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო სა­უ­ბარს გა­ვაგ­რძე­ლებთ“, – გა­ნა­ცხა­და ლავ­როვ­მა.