აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გასამართ შეხვედრას თავის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ ფსონები მაღალია.
„ფსონები მაღალია!“, – დაწერა ტრამპმა პუტინთან შეხვედრაზე გამგზავრებამდე.
ცნობისთვის, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალასკის ქალაქ ანკორიჯში დღეს უნდა გაიმართოს. რუსული დელეგაცია პუტინის გარდა აშშ-ში უკვე იმყოფება. მის შემადგენლობაში შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი, პუტინის თანაშემწე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში იური უშაკოვი და პუტინის სპეცწარმომადგენელი საინვესტიციო-ეკონომიკურ საკითხებში კირილ დმიტრიევი.