უკრაინამ რუსეთის ქალაქებზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქებზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმა სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე მოხდა.

უკრაინელებმა იერიში მიიტანეს კურსკზეც. რუსული მხარის ინფორმაციით, თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 12 ადამიანი.