ტრამპი: დღეს მართლაც დიდი პროგრესი გვქონდა, პუტინთან რთული შეხვედრები მქონია, მაგრამ მასთან ყოველთვის ფანტასტიკური ურთიერთობა მქონდა

დღეს მართლაც დიდი პროგრესი გვქონდა, პუტინთან რთული შეხვედრები მქონია, მაგრამ მასთან ყოველთვის ფანტასტიკური ურთიერთობა მქონდა, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუს კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„შეხვედრა უკიდურესად პროდუქტიული იყო – ბევრ საკითხზე შევთანხმდით, მხოლოდ რამდენიმე დარჩა. ჯერ არ მივსულვართ ამ საკითხებამდე, მაგრამ არის კარგი შანსი, რომ მივალთ. მხოლოდ რამდენიმე საკითხია დარჩენილი“, – აღნიშნა მან.