დიმიტრი მედვედევი: “ანტირუსულმა ომის მოყვარულმა “მსურველთა კოალიციამ“ პრეზიდენტ ტრამპის საკუთარ მოედანზე დამარცხება ვერ შეძლო”

სა­კი­თხა­ვია, რა სიმ­ღე­რას შე­ას­რუ­ლებს კი­ე­ვე­ლი კლო­უ­ნი უკან სამ­შობ­ლო­ში გა­რან­ტი­ე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ, როცა კვლავ მწვა­ნე სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში გა­მო­ე­წყო­ბა, – ასე ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი თეთრ სახ­ლში, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პი­სა და ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის შეხ­ვედ­რას.

დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბით, თეთრ სახ­ლში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი და ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი აშშ-ის პრე­ზი­დენტს, დო­ნალდ ტრამპს “მად­ლო­ბას უხ­დიდ­ნენ და ემ­ლიქ­ვნე­ლე­ბოდ­ნენ“.

“ან­ტი­რუ­სულ­მა ომის მოყ­ვა­რულ­მა “მსურ­ველ­თა კო­ა­ლი­ცი­ამ“ პრე­ზი­დენტ ტრამ­პის სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე და­მარ­ცხე­ბა ვერ შეძ­ლო. სა­კი­თხა­ვია, რა სიმ­ღე­რას შე­ას­რუ­ლებს კი­ე­ვე­ლი კლო­უ­ნი უკან სამ­შობ­ლო­ში გა­რან­ტი­ე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ, როცა კვლავ მწვა­ნე სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში გა­მო­ე­წყო­ბა“, – წერს თა­ვად კლო­უ­ნი მედ­ვე­დე­ვი X-ზე.