ნორვეგიის პრინცი სკანდალში გაეხვა – მარიუს ბორგ ჰოიბს გაუპატიურების 4 ეპიზოდი, შემაკავებელი ორდერის დარღვევა და პარტნიორის მიმართ ძალადობა ედება ბრალად

ნორ­ვე­გი­ის პრინ­ცე­სა მეტე-მა­რი­ტის შვი­ლი მა­რი­უს ბორგ ჰო­ი­ბი, რო­მე­ლიც მას ტახ­ტის მემ­კვიდ­რე ჰო­კონ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ეყო­ლა, გა­მო­ძი­ე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა მას შემ­დეგ, რაც 2024 წლის 4 აგ­ვის­ტოს მე­გო­ბარ გო­გო­ნა­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

  • გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ოთხი ეპი­ზო­დის გარ­და, ნორ­ვე­გი­ის პრინცს ბრა­ლად ედე­ბა ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რის მი­მართ ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა, ძა­ლა­დო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, ვან­და­ლიზ­მი და სხვა ყო­ფილ პარტნი­ორ­თან მი­მარ­თე­ბით გა­ცე­მუ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვა.

“ბრალ­დე­ბა­ში ჩა­მოთ­ვლი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას შე­ად­გენს. ის ფაქ­ტი, რომ მა­რი­უს ბორგ ჰო­ი­ბი სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რია, ბუ­ნებ­რი­ვია, არ უნდა ნიშ­ნავ­დეს, რომ მას­თან უფრო შემ­წყნა­რებ­ლუ­რად ან უფრო მკაც­რად უნდა მო­ვექ­ცეთ, ვიდ­რე სხვა­თა შემ­თხვე­ვა­ში,“ – გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა სტურ­ლა ჰენ­რიკს­ბომ.

ოთხი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვა, რომ­ლებ­შიც ჰო­ი­ბია ბრალ­დე­ბუ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ 2018, 2023 და 2024 წლებ­ში მოხ­და. ბრალ­დე­ბულ­მა უკვე აღი­ა­რა 2024 წლის აგ­ვის­ტოს ჩა­დე­ნი­ლი თავ­დას­ხმი­სა და ვან­და­ლიზ­მის ის ფაქ­ტე­ბი, რის გა­მოც პირ­ვე­ლად და­ა­კა­ვეს.

სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც მან და­კა­ვე­ბი­დან 10 დღის შემ­დეგ გა­ა­კე­თა ნათ­ქვა­მია რომ “კა­მა­თის შემ­დეგ ალ­კოჰო­ლი­სა და კო­კა­ი­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და რად­გან მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და დიდ­ხანს ებ­რძო­და ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბას.“

ჰო­ი­ბი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში 4 წლის ასაკ­ში მო­ექ­ცა, მას შემ­დეგ, რაც დე­და­მი­სი ნორ­ვე­გი­ის ტახ­ტის მემ­კვიდ­რეს გაჰ­ყვა ცო­ლად, ვის­თა­ნაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­დევ ორი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა.

წყა­რო