კირილ დმიტრიევი: ევროპელი ლიდერები სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობენ

ევროპელი ლიდერები ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუშალონ რუსეთ-აშშ-ს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ რუსეთის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.

„ევროპელი ლიდერები ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუშალონ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების აღდგენას, იმალებიან რა რუსეთის მიმართ „უნდობლობის“ შესახებ სიტყვების უკან“,- აცხადებს დმიტრიევი.