გაერთიანებული სამეფო მზადაა, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, უკრაინის ცისა და პორტების დასაცავად ჯარები გაგზავნოს, თუმცა მათ ფრონტის ხაზთან ახლოს არ განალაგებს, – წერს The Guardian.
გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსი ტონი რადაკინი დაადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინაში სამხედროებს განალაგებს ლოჯისტიკური მხარდაჭერისა და წვრთნის მიზნით, მაგრამ მათ რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე არ გაგზავნის.
ოფიციალური პირები უკრაინის დასაცავად 30 000-მდე ჯარისკაცის განლაგებაზე საუბრობდნენ, თუმცა ეს რიცხვი ზოგიერთი ევროპული ქვეყნის წინააღმდეგობის გამო შემცირდა.
ბრიტანელი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ბრიტანეთი და მისი პარტნიორები სერიოზულად ემზადებიან უკრაინაში ჯარების გაგზავნისთვის, საჭიროების შემთხვევაში.