“თუ საქართველო ავტორიტარულ კურსს არ შეიცვლის, მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი” – PACE-ს დეპუტატები

  • დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2025 წლის 29 იან­ვარს, სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ამ მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია, რომ­ლი­თაც მოხ­და სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა იმ პი­რო­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო 2025 წლის აპ­რი­ლის­თვის და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და დე­მოკ­რა­ტი­ულ სტან­დარ­ტებს, მათ შო­რის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­და პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რებს და გა­მო­ა­ცხა­დებ­და ახალ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო პი­რო­ბებ­ში.

„ამის ნაც­ვლად, სი­ტუ­ა­ცია მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და. ოპო­ზი­ცი­ის მა­ღა­ლი რან­გის ლი­დე­რე­ბი და­ა­პა­ტიმ­რეს. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­ვის­ტე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ. ეს აღარ არის იზო­ლი­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტე­ბის სე­რია, არა­მედ არის უწყვე­ტი კამ­პა­ნია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ჩუ­მე­ბის მიზ­ნით.

გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ამ ცალ­მხრი­ვად და­ტო­ვა ასამ­ბლეა. რეპ­რე­სი­ე­ბის ეს გზა არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ევ­რო­პის საბ­ჭოს წევ­რის, ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ასამ­ბლე­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში.

ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის დე­პუ­ტა­ტე­ბი ხაზს უს­ვა­მენ, რომ ასამ­ბლე­ამ უნდა და­იც­ვას თა­ვი­სი წე­სე­ბი და რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი.

“წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის­კენ უკუქ­ცე­ვის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა ძირს უთხრის ამ ინ­სტი­ტუ­ტის სა­ფუძ­ვლებს. თუ სა­ქარ­თვე­ლო ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი კურ­სის შეც­ვლის სა­კი­თხში პროგ­რესს არ მი­აღ­წევს, ჩვენ არ­სე­ბი­თი სა­ფუძ­ვლით გა­ვა­სა­ჩივ­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას და მო­ვუ­წო­დებთ ასამ­ბლე­ა­სა და მი­ნის­ტრთა კო­მი­ტეტს, და­ი­წყონ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ძე­ვე­ბის პრო­ცე­სი ევ­რო­პის საბ­ჭოს წეს­დე­ბის მე-3 მუხ­ლში მი­თი­თე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის გამო“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში.