რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – რუსეთმა იაპონიის ზღვაში წვრთნების დროს რაკეტები გაუშვა

რუსეთმა იაპონიის ზღვაში წვრთნების დროს რაკეტები გაუშვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წვრთნების დროს, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ თვითმფრინავები და დრონები, რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტმა ფრთოსანი და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები გაუშვა.

„მანევრი წყნარი ოკეანის ფლოტის გემებმა და ხომალდებმა, ასევე ფლოტის საზღვაო ავიაციის თვითმფრინავებმა და დრონებმა განახორციელეს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.