დედამიწისკენ თავბრუდამხვევი სიჩქარით ამოუცნობი ობიექტი მოძრაობს: კომეტა თუ უცხოპლანეტელების ხომალდი? – რა ვარაუდებს გამოთქვამენ მეცნიერები?

დე­და­მი­წის­კენ თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობს ამო­უც­ნო­ბი ობი­ექ­ტი.

მკვლე­ვარ­თა გა­მოთ­ვლე­ბით, ის 19 კმ-ზე მეტი სი­გა­ნი­საა და ჩვენს მზის სის­ტე­მა­ში ისე მოძ­რა­ობს, რომ 19 დე­კემ­ბერს ჩვენ­გან და­ახ­ლო­ე­ბით 273 588 480 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბა. ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი მო­მენ­ტი მისი შეს­წავ­ლის­თვის. თუმ­ცა ეს მან­ძი­ლი ძა­ლი­ან დი­დია იმის­თვის, რომ რა­ი­მე საფრ­თხე შე­უქ­მნას დე­და­მი­წას.

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს უც­ნა­უ­რი ობი­ექ­ტი, რო­მელ­საც ას­ტრო­ნო­მე­ბი 31/Atlas-ს უწო­დე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის ხო­მალ­დი იყოს, რო­მე­ლიც ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე ზონ­დე­ბის გაშ­ვე­ბას აპი­რებს.

ამე­რი­კა­ში, ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­მა მეც­ნი­ერ­მა, ას­ტრო­ფი­ზი­კოს ავი ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, გა­მო­აქ­ვეყ­ნა ნაშ­რო­მი, რო­მელ­შიც ისი­ნი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ეს იყოს უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის “მტრუ­ლი“ ტექ­ნო­ლო­გია.

ნიკ პო­უ­პი, ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტე­ბის ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ამ­ბობს:

“ის უჩ­ვე­უ­ლო ზო­მი­საა, სწრა­ფია, უჩ­ვე­უ­ლო კურ­სით მოძ­რა­ობს და უჩ­ვე­უ­ლოდ იქ­ცე­ვა – ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ძა­ლი­ან ჰგავს რა­ღაც კარ­ტოგ­რა­ფი­ულ ან კვლე­ვით მი­სი­ას. რა თქმა უნდა, ეს შე­იძ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ, კო­მე­ტა ან ას­ტე­რო­ი­დიც აღ­მოჩ­ნდეს, თუმ­ცა ვარ­სკვლავთშო­რი­სი, რაც თა­ვის­თა­ვად სა­ინ­ტე­რე­სო და ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა… კარ­გი ამ­ბა­ვი ისაა, რომ ამის შე­მოწ­მე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. მალე გა­ვი­გებთ, გვექ­ნე­ბა თუ არა საქ­მე უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან პირ­ველ კონ­ტაქტთან… თუ ეს უბ­რა­ლოდ დიდი ქვა აღ­მოჩ­ნდე­ბა“.

ის ჰარ­ვარ­დის ექ­სპერ­ტე­ბის მიერ წა­მო­ყე­ნე­ბულ ექვს მთა­ვარ თე­ო­რი­ას ასე ხსნის:

“ის ზედ­მე­ტად დი­დია ას­ტე­რო­ი­დის­თვის. ჩვენ ვი­ცით, რომ ჩვენს მზის სის­ტე­მა­ში ას­ტე­რო­ი­დე­ბი სხვა­დას­ხვა ზო­მი­საა, მაგ­რამ ეს მათ სა­შუ­ა­ლო ზო­მა­ზე ბევ­რად დი­დია.

მისი აჩ­ქა­რე­ბის სიჩ­ქა­რე უჩ­ვე­უ­ლოა ბუ­ნებ­რი­ვი ობი­ექ­ტის­თვის. ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო­სა და ჰაბ­ლის კოს­მო­სუ­რი ტე­ლეს­კო­პის გა­მოთ­ვლე­ბით, ის და­ახ­ლო­ე­ბით 209,214.72 კმ/სთ სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობს. ნასა-ს თქმით, ამ სიჩ­ქა­რით ის მზის სის­ტე­მის ყვე­ლა­ზე სწრა­ფი სტუ­მა­რია.

ის ძა­ლი­ან გვი­ან შევ­ნიშ­ნეთ. ეს იმი­ტომ, რომ გა­ლაქ­ტი­კის ცენ­ტრი­დან მოფ­რი­ნავს, სა­დაც უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბა, სი­ნათ­ლე და ვარ­სკვლა­ვია. თუ ვინ­მეს ფა­რუ­ლად სურს ზონ­დის გა­მოგ­ზავ­ნა ჩვენს მზის სის­ტე­მა­ში, სწო­რედ ამ კურსს აირ­ჩევ­და.

იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც ობი­ექტს შე­უძ­ლია რა­ი­მე უჩ­ვე­უ­ლო, მა­გა­ლი­თად, მო­უ­ლოდ­ნე­ლი მა­ნევ­რის შეს­რუ­ლე­ბა, მზე ჩვე­ნი ხედ­ვის არე­ალს ფა­რავს. ამი­ტომ, ვერ შევ­ძლებთ ამ პრო­ცე­სის დაკ­ვირ­ვე­ბას. სწო­რედ ეს ხდის მას ასე ძნე­ლად შე­სა­მოწ­მე­ბელს.

ის ვე­ნე­რას­თან, მარსთან და იუ­პი­ტერ­თან ახ­ლოს გა­ივ­ლის. ეს ჰგავს კარ­ტოგ­რა­ფი­ულ ან კვლე­ვით მი­სი­ას. ბუ­ნებ­რი­ვად ამის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლია – მოხ­სე­ნე­ბა­ში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს და­ახ­ლო­ე­ბით 0.005 პრო­ცენ­ტია. რაც სტა­ტის­ტი­კუ­რად უმ­ნიშ­ვნე­ლოა”.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ NASA-სა და ESA-ს ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბებ­შიც ლა­პა­რა­კია ახალ აღ­მო­ჩე­ნილ ობი­ექ­ტზე, რომ­ლის ტრა­ექ­ტო­რი­აც დე­და­მი­წის სი­ახ­ლო­ვეს გა­ივ­ლის, მაგ­რამ არ წარ­მო­ად­გენს პირ­და­პირ საფრ­თხეს, ისი­ნი ამას კო­მე­ტად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

“ზუს­ტად არ ვი­ცით, სა­ი­დან, მაგ­რამ იმის თქმა ნამ­დვი­ლად შეგ­ვიძ­ლია, მზის სის­ტე­მის გა­რე­დან მო­ვი­და“, – ამ­ბობს დოქ­ტო­რი ლორა დრი­სე­ნი, სიდ­ნე­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რა­დი­ო­ას­ტრო­ნო­მი.

წყა­რო: “the sun”