უკრაინელების მესამე შეტევა ნავთობსადენ “დრუჟბაზე”, რის შემდეგაც უნგრეთს ნავთობის მიწოდება შეუწყდა – “ეს ჩვენი ომში ჩათრევის მცდელობაა” (ვიდეო)

21-22 აგ­ვის­ტოს უკ­რა­ი­ნამ კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბით რუ­სე­თის ბრი­ანსკის ოლ­ქში ნავ­თობ­სა­დენ “დრუჟ­ბას” ნავ­თობ­სად­გურ “უნე­ჩა­ზე” მი­ი­ტა­ნა იე­რი­ში ინ­ფორ­მა­ცია “ტე­ლეგ­რამ­ში” გა­ავ­რცე­ლა უკ­რა­ი­ნის უპი­ლო­ტო სის­ტე­მე­ბის ძა­ლე­ბის მე­თა­ურ­მა რო­ბერტ ბროვ­დიმ.

  • “ნავ­თობ­სად­გუ­რი “უნე­ჩა” ნან­გრე­ვე­ბად იქცა, შე­ე­ცა­დეთ ისევ შე­ა­კე­თოთ. უპი­ლო­ტო სის­ტე­მე­ბის ძა­ლე­ბის ფრინ­ვე­ლე­ბის მოგ­ზა­უ­რო­ბა ნავ­თო­ბის ობი­ექ­ტებ­ში გრძელ­დე­ბა”, – წერს ის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია. რომ “დრუჟ­ბას” ნავ­თობ­სა­დე­ნის გავ­ლით ნავ­თო­ბი უნ­გრეთს მი­ე­წო­დე­ბა, მომ­ხდა­რის შე­დე­გად კი, ეს პრო­ცე­სი შე­წყდა. აღ­ნიშ­ნულს ეხ­მი­ა­ნე­ბა უნ­გრე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, პი­ტერ სი­ი­არ­ტო და უკ­რა­ი­ნის ქმე­დე­ბა შე­ა­ფა­სა, რო­გორც “უნ­გრე­თის ომში ჩათ­რე­ვის მცდე­ლო­ბა”.

“ნავ­თობ­სა­დენ „დრუჟ­ბა­ზე“ კვლავ გან­ხორ­ცი­ელ­და თავ­დას­ხმა – მოკ­ლე დრო­ში მე­სა­მედ. უნ­გრეთ­ში ნავ­თო­ბის მი­წო­დე­ბა კვლავ შე­ჩერ­და. ეს არის კი­დევ ერთი თავ­დას­ხმა ჩვე­ნი ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ომში ჩვე­ნი ჩათ­რე­ვის კი­დევ ერთი მცდე­ლო­ბა. ეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა!“, – აცხა­დებს სი­ი­არ­ტო.

  • მისი მტკი­ცე­ბით, უნ­გრე­თი მტკი­ცედ და­ი­ცავს სა­კუ­თარ ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს.

“გა­ვაგ­რძე­ლებთ მშვი­დო­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი ყვე­ლა ძა­ლის­ხმე­ვის მხარ­და­ჭე­რას, ამავდრო­უ­ლად, მტკი­ცედ და­ვი­ცავთ უნ­გრე­თის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს“, – აცხა­დებს პი­ტერ სი­ი­არ­ტო.

ცნო­ბის­თვის, “უნე­ჩას” ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლი, “დრუჟ­ბას” ნავ­თობ­სა­დე­ნის სის­ტე­მის უდი­დე­სი კვან­ძია. სად­გუ­რის მთა­ვა­რი ფუნ­ქცი­აა ნავ­თო­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 9000 კმ სიგ­რძის მილ­სა­დე­ნის სის­ტე­მით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნულ ნავ­თობ­სა­დენ­ზე უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და.

12-13 აგ­ვის­ტოს უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის დაზ­ვერ­ვის მიერ მარ­თუ­ლი კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბი თავს და­ესხნენ “დრუჟ­ბას” ნავ­თობ­სა­დე­ნის სად­გურს “უნე­ჩას”, შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და17-18 აგ­ვის­ტო­საც. შე­დე­გად ობი­ექ­ტზე ხან­ძა­რი გაჩ­ნდა და “დრუჟ­ბას” მილ­სა­დე­ნი­დან ნავ­თო­ბის გა­და­ტუმბვა მთლი­ა­ნად შე­ჩერ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რუ­სებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ტერ­მი­ნა­ლი შე­ა­კე­თეს და ჩვე­უ­ლებ­რივ გა­ნაგ­რძობ­და მუ­შა­ო­ბას.