ირანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ისაუბრეს.
კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, სადაც ასევე განიხილეს ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართული შეხვედრა.
მათივე ცნობით, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, გამართონ ორმხრივი შეხვედრა ჩინეთში დაგეგმილი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში.