ტაიფუნი ვიეტნამში – სტიქიის გამო ევაკუირებულია 586 000-მდე ადამიანი

ვიეტნამში ტაიფუნ „კაჯიკის“ ებრძვიან.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, სტიქიის გამო ევაკუირებულია 586 000-მდე ადამიანი.

ვიეტნამის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ტაიფუნი „კაჯიკი“ ისეთივე ძლიერი იქნება, როგორც ტაიფუნი „იაგი“, რომელმაც გასულ წელს 300 ადამიანი იმსხვერპლა და ქვეყანას მილიარდის ზარალი მიაყენა.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შეწყვეტილია სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა.