დღეს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება. ტურნირის სასტარტო მატჩში დიდი ბრიტანეთი ლიეტუვას დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.
წელს ტურნირში 24 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველოც, რომელიც კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს. C ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან: ესპანეთი, კვიპროსი, საბერძნეთი, იტალია, ბოსნია-ჰერცეგოვინა. შემდეგ ეტაპზე 4 საუკეთესო გუნდი გადავა.
პირველ შეხვედრას „ჯვაროსნები“ 28 აგვისტოს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ. თამაში თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.