რუსეთი მხოლოდ უკრაინის სამხედრო ობიექტებს ურტყამს – მარია ზახაროვა

რუსეთი მხოლოდ უკრაინის სამხედრო ობიექტებს ურტყამს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება კიევის მიერ თავდაცვის სისტემების გამოყენების შედეგია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ გვსურს, დავადასტუროთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებსა და დამხმარე ობიექტებს ურტყამს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება კიევის მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენების შედეგია“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ამ დროის მონაცემებით, კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა.