დაკავებულია ბებია, რომელმაც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვი tik-tok ლაივში სცემა. სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი კრა.
ამ საკითხზე თბილისში თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს მოქალაქე, ვინც ძალადობის ამსახველი ვიდეო ნახა, ჩამოწერა და საკუთარ გვერდზე განათავსა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მოქალაქე 126-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის მუხლით.