მერცი: გერმანიას თავდაცვის ხარჯები რომ არ გაეზარდა, ნატო დაიშლებოდა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი დარწმუნებულია, რომ გერმანიის გადაწყვეტილებამ თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ ნატოს მთლიანობის შენარჩუნებას ხელი შეუწყო. მის განცხადებას Politico ციტირებს.

ამ კონტექსტში მერცმა გერმანიის კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზე მიუთითა, რამაც შესაძლებელი გახადა ვალებისგან გათავისუფლებული სპეციალური თავდაცვის ფონდის შექმნა, რომლისთვისაც 500 მილიარდ ევრომდე სესხები გაიცემა.

როგორც გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით „ჩვენ რეალურად შევძელით ნატოს შენარჩუნება“.

„[24-25 ივნისს] ჰააგაში ნატოს სამიტზე ვიყავი. ჩვენ რომ არ შეგვეცვალა კონსტიტუცია და არ ვყოფილიყავით მზად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას თავდაცვისთვის 3.5%, პლუს 1.5% საჭირო ინფრასტრუქტურისთვის დაეხარჯა, ნატო, ალბათ, იმ დღესვე დაიშლებოდა. ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ“, – განუცხადა მერცმა ტელეარხ ZDF-ს.