სენატორი ბილ ჰაგერტი: ამერიკელი ხალხი დაიღალა თავიანთი ფულის ფლანგვით პროგრამებზე, რომლებიც ამერიკის საჭიროებებს არ ემსახურება

შეერთებულ შტატებში „დიფ სთეითის“ გავლენებით გამოწვეული კრახის ერთ-ერთ ეპიცენტრში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრია, – ამ შინაარსის კომენტარი სენატორმა ბილ ჰაგერტიმ გააკეთა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ხალხის მიერ მინიჭებული ერთ-ერთი მანდატი, სწორედ „დიფ სთეითის“ ოპერაციების აღმოფხვრას მოიცავს.

სენატორმა ჰაგერტიმ, ასევე, გააკრიტიკა უცხოურ დახმარებაზე, მათ შორის მსოფლიოში ლგბტ ცნობიერების ამაღლების პროგრამებზე მილიარდობით დოლარის ხარჯვა.

„ამერიკის დაავადებათა ცენტრის დირექტორი და პერსონალი ხალხს არ აურჩევია. ამერიკელმა ხალხმა აირჩია პრეზიდენტი ტრამპი და ერთ-ერთი მანდატი, რომელიც მას მიენიჭა „დიფ სთეითის“ ოპერაციების აღმოფხვრაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი „დიფ სთეითის“ კრახის ეპიცენტრში იყო. ამას მოწმობს პანდემიის დროს განცდილი კრახი. ასევე, ამერიკელი ხალხი დაიღალა თავიანთი ფულის ფლანგვით პროგრამებზე, რომლებიც ამერიკის საჭიროებებს არ ემსახურება. 5 მილიარდი დოლარი იხარჯება გაეროს პროგრამებზე, რომლებიც ჩვენს ინტერესებს არ ემსახურება. მაგალითად, ლგბტ ცნობიერების ამაღლებას მთელს მსოფლიოში და კლიმატის ცვლილებას. ამერიკის ასეთი საგარეო პოლიტიკა უნდა დასრულდეს“, – აცხადებს ბილ ჰაგერტი.