შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ფაშინიანი წერს, შეხვედრისას ლიდერებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ნაბიჯების მნიშვნელობას.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრეს რეგიონული კომუნიკაციების განვითარების მიზნით კონსტრუქციული მიდგომების შენარჩუნების აუცილებლობაზე. ფაშინიანის განცხადებით, მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.