ჩინეთი რუსებისთვის ერთი წლის განმავლობაში 30-დღიან საცდელ უვიზო რეჟიმს შემოიღებს

ჩინეთი რუსებისთვის ერთი წლის განმავლობაში 30-დღიან საცდელ უვიზო რეჟიმის დაწესებას გეგმავს, – აღნიშნულის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.

როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.

„2025 წლის 15 სექტემბრიდან 2026 წლის 14 სექტემბრამდე, ჩვეულებრივი რუსული პასპორტების მფლობელებისთვის საცდელი უვიზო რეჟიმი ამოქმედდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.