კობახიძე არ უარყოფს, რომ “ოცნება” გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენას გეგმავს

ირაკლი კობახიძე არ უარყოფს, რომ “ქართული ოცნება” გიორგი გახარიას საბოლოოდ ბრალის წარდგენას უპირებს. ის აკონკრეტებს, რომ მუხლი, რომლითაც ექსპრემიერის წინააღმდეგ საქმე მიდის, წინასწარ პატიმრობას არ ითვალისწინებს.

შეეშინდა, – ამბობს კობახიძე.

ეშინია. რისი ეშინია, მე არც ვიცი. სამართლებრივად, მე, როგორც იურისტმა შემიძლია ვიმსჯელო, მას არ უწევდა წინასწარი პატიმრობა იმ ბრალიდან, საქმიდან გამომდინარე, რომელიც არის აღძრული. როგორც იურისტი ვამბობ ამას, მაგრამ მაინც შეეშინდა. არ ვიცი, შეიძლეиф არაიურისტობას დააბრალოს, შეეშინდა და გაიქცა ქვეყნიდან. ასევე დაემალა იმ რთულ პროცესებს, რომლებშიც არის შესული რადიკალური ოპოზიცია, – თქვა კობახიძემ.

ექს პრემიერმა, გიორგი გახარიამ “ტვ. პირველთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს.

ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, დღეს, “ქართულ ოცნებას” მისი დაჭერის რესურსი არ აქვს, თუმცა აქვს რესურსი, რომ მას პარტიული და პოლიტიკური საქმიანობა შეუზღუდოს.