რობერტ ფიცო: უკრაინა არ შეიძლება გახდეს ნატო-ს წევრი, რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის

უკრაინა არ შეიძლება გახდეს ნატო-ს წევრი, რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ პეკინში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ ბრატისლავა არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის გეგმას, რომელიც 2027 წლისთვის რუსეთის ენერგომატარებლებზე სრულად უარის თქმას ითვალისწინებს.