“რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების” ქვეპროგრამა ამოქმედდა. თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკების ექიმ-რევმატოლოგებს შეხვდა და პროგრამის მნიშვნელობაზე, მასში ჩართვის პროცედურებზე და განხორციელების მექანიზმზე ისაუბრეს.
რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსების მისაღებად, განცხადებას უნდა ერთვოდეს:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის საინფორმაციო ბარათი;
ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა, რომელიც უნდა მოიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას ევროპული (EULAR) ან/და ამერიკული (ACR) „გაიდლაინებით“ გათვალისწინებული კვლევების ჩატარებისა და მათი შედეგების თაობაზე;
ინფორმაცია გამოყენებული სინთეზური მამოდიფიცირებელი პრეპარატების ან/და ამავე პრეპარატების მიმართ წინააღმდეგ ჩვენების/აუტანლობის დაფიქსირების შესახებ;
კონსილიუმის ვადიანი დასკვნა, პაციენტისთვის შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობის ჩატარების აუცილებლობისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე;
კალკულაცია მედიკამენტის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან;
სხვა დოკუმენტი, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად“.