ანა აკოპიანი და მეჰრიბან ალიევა შანხაიში: პირველ ქალბატონებს შორის ხაზგასმული კეთილგანწყობა, როგორც სამშვიდობო პროცესის სიმბოლო

ჩი­ნეთ­ში, შან­ხა­ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­მიტ­ზე სხვა ქვეყ­ნებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი – აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სომ­ხე­თიც იყ­ვნენ მიწ­ვე­უ­ლი.

  • სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ევ­სა და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს შო­რის.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­დე­რებ­მა გა­ნი­ხი­ლეს აზერ­ბა­ი­ჯან-სომ­ხე­თის სამ­შვი­დო­ბო დღის წეს­რი­გი და ხაზი გა­უს­ვეს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გის, ურ­თი­ერ­თნ­დო­ბი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, შან­ხა­ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ინ­დო­ეთ­მა დაბ­ლო­კა, ხოლო სომ­ხე­თის გა­წევ­რი­ა­ნე­ბა – პა­კის­ტან­მა.

ინ­დო­ე­თი მთა­ვარ მი­ზე­ზად აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პა­კის­ტან­სა და თურ­ქეთ­თან სტრა­ტე­გი­ულ კავ­შირს ასა­ხე­ლებს.

დღე­ი­სათ­ვის აზერ­ბა­ი­ჯანს შან­ხა­ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მხო­ლოდ პარტნი­ო­რის სტა­ტუ­სი აქვს. news.az-ის ცნო­ბით, თა­ვის მხრივ, ჩი­ნეთ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა მხარ­და­ჭე­რა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რო­ბის მი­მართ.

  • არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­უ­ხე­და­ვად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი-სომ­ხე­თის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მა­ინც მო­ექ­ცნენ.

გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და პირ­ველ ლე­დებს შო­რის. ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის, სი ძინ­პი­ნის მე­უღ­ლემ პენ ლი იუ­ა­ნიმ მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვა და ანა აკო­პი­ა­ნი გულ­თბი­ლად მი­ი­ღო.

შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და მეჰ­რი­ბან და ილ­ჰამ ალი­ე­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი – არზუ ალი­ე­ვაც.

პირ­ველ­მა ქალ­ბა­ტო­ნებ­მა სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ი­ღეს, რომ­ლებ­ზეც ჩანს თურ­ქე­თის პრე­ზი­დენტ რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღა­ნის მე­უღ­ლეც.

  • გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პირ­ვე­ლი ლე­დე­ბის ფო­ტო­ებ­მა.

მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვამ და ლედი ანა ჰა­კო­ბი­ან­მა “Tianjin Eye“-ის ფონ­ზე იპო­ზი­ო­რეს, სა­დაც ერ­თმა­ნეთს ხე­ლიც ჩა­მო­არ­თვეს.

ეს მარ­თლაც რომ იშ­ვი­ა­თი კად­რე­ბია, რა­საც სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და. საქ­მე ის არის, რომ სა­და­ვო ტე­რი­ტო­რი­ის – ყა­რა­ბა­ღის გამო ქვეყ­ნებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და.

2023 წლის 19 სექ­ტემ­ბერს აზერ­ბა­ი­ჯან­მა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის, – ტე­რი­ტო­რი­ის, რო­მე­ლიც მან სომ­ხურ ძა­ლებ­თან 1990-იან წლებ­ში და­კარ­გა, – დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნით შე­ტე­ვა და­ი­წყო. ყა­რა­ბა­ღის სომ­ხუ­რი დე ფაქ­ტო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა 24 სა­ათ­ში და­ნებ­და. რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი თით­ქმის მთლი­ან­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა ეთ­ნი­კუ­რად სო­მეხ­მა ადა­მი­ან­მა, ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა.

ამის შემ­დგომ მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის საკ­მა­ოდ რთუ­ლი ეტა­პი და­ი­წყო, რაც ამ ცოტა ხნის წინ სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბით დას­რულ­და. ფა­ში­ნი­ან­მა და ალი­ევ­მა მას ხელი ვა­შინგტონ­ში, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის შუ­ა­მავ­ლო­ბით მო­ა­წე­რეს.

შან­ხა­ი­ში კი, აშ­კა­რად თვალ­ში სა­ცე­მი იყო, რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის პირ­ვე­ლი პი­რებს, ასე­ვე მათ მე­უღ­ლე­ებს შო­რის კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რა­საც ასე­ვე ემა­ტე­ბო­და თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი­სა და მისი მე­უღ­ლის ხაზ­გას­მუ­ლად პო­ზი­ტი­უ­რი შეხ­ვედ­რა სომ­ხე­თის პირ­ველ პირ­თან და მის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­თან. ფაქ­ტია, ჩვენს სა­მე­ზობ­ლო­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნე­ბი ვი­თარ­დე­ბა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ სამ­შვი­დო­ბო პრო­ცეს­ში თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ი­ტა­ნეს პირ­ველ­მა ქალ­ბა­ტო­ნებ­მაც, რო­მელ­თა ჩაც­მუ­ლო­ბა და სტი­ლიც მო­ექ­ცა მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ.