ანდრეი სიბიგა ლავროვის განცხადებაზე: დროა, მოსკოვს ჭკუა ვასწავლოთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, რუსეთი მოლაპარაკებების განწყობაზე არ არის და კრემლის ულტიმატუმები უკრაინის მიმართ სულ უფრო აბსურდული ხდება. ამიტომ, საჭიროა ახალი სანქციები.

„დადგა დრო, რომ რუსეთის სამხედრო მანქანას ახალი მკაცრი სანქციებით ძლიერი დარტყმა მივაყენოთ და მოსკოვი გონს მოვიყვანოთ“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

ინფორმაციისთვის, სერგეი ლავროვმა განაცხადა, „რუსეთს იმედი აქვს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება“.

ამასთან, ლავროვმა კრემლის პირობები დაასახელა, რომელიც მისი აზრით, ხანგრძლივი მშვიდობის გასაღები იქნება.