ჩინეთის ახალი ბირთვული და ბალისტიკური იარაღის აღლუმი – როგორ იზეიმეს ფაშიზმზე გამარჯვება პეკინში (ფოტო/ვიდეო)

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კერ­ძოდ პე­კინ­ში გა­მარ­თუ­ლი აღ­ლუ­მის დროს ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი, სი ძინ­პი­ნი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ კიმ ჩენ ინს ესა­უბ­რა.

პე­კინ­ში დღეს, ია­პო­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში გა­მარ­ჯვე­ბის 80 წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იმარ­თე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ტი­ა­ნან­მე­ნის მო­ე­დან­ზე მას­შტა­ბუ­რი სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მი ჩა­ტარ­და, რო­მელ­საც 26-ზე მეტი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რე­ბი და­ეს­წრნენ, მათ შო­რის რუ­სე­თის, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ი­სა და ირა­ნის ლი­დე­რე­ბი.

  • სი ძინ­პი­ნი სამ­ხედ­რო აღ­ლუმ­ზე სი­ტყვით გა­მო­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ჩი­ნელ­მა ხალ­ხმა უზარ­მა­ზა­რი ეროვ­ნუ­ლი მსხვერ­პლი გა­ი­ღო ადა­მი­ა­ნუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გა­და­სარ­ჩე­ნად.

“შე­უ­ჩე­რე­ბელ ჩი­ნეთს ვე­რას­დროს შე­ა­ში­ნე­ბენ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი და ყო­ველ­თვის წინ წავა… ის­ტო­რია გვაფრ­თხი­ლებს, რომ კა­ცობ­რი­ო­ბა ერ­თად აღ­ზევ­დე­ბა და ერ­თად ეცე­მა“, – აღ­ნიშ­ნა სი ძინ­პინ­მა.

მან ჩი­ნელ ხალ­ხს მო­უ­წო­და, გა­იხ­სე­ნონ ის­ტო­რია და პა­ტი­ვი მი­ა­გონ ია­პო­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ომში მებ­რძოლ ვე­ტე­რა­ნებს.

“ამ­ხა­ნა­გე­ბო და მე­გობ­რე­ბო. ჩვენ შე­ვიკ­რი­ბეთ ჩი­ნე­თის გა­მარ­ჯვე­ბის 80 წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. გულ­წრფელ მად­ლო­ბას ვუხ­დი მათ, ვინც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ია­პო­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ჩი­ნე­თის ომში“, – აღ­ნიშ­ნა სი ძინ­პინ­მა.

ცალ­კე შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­სა და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერს, კიმ ჩენ ინს შო­რის.

მე­დი­ის თან­დას­წრე­ბით, პუ­ტინ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და კიმ ჩენ ინს და გა­ნა­ცხა­და, რომ კურსკის რე­გი­ონ­ში ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის გაგ­ზავ­ნა, კიმ ჩენ ინის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო.

კიმ ჩენ ინმა კი მას უპა­სუ­ხა, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა “ძმუ­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა“.

“თუ არის რამე, რისი გა­კე­თე­ბაც შეგ­ვიძ­ლია რუ­სე­თის და­სახ­მა­რებ­ლად, ჩვენ ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებთ და ამას ძმურ მო­ვა­ლე­ო­ბად ჩავ­თვლით. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ რუ­სე­თის და­სახ­მა­რებ­ლად“, – გა­ნა­ცხა­და კიმ ჩენ ინმა პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა­ზე.

ცნო­ბის­თვის, ია­პო­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ომში გა­მარ­ჯვე­ბის 80 წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, პე­კინ­ში გა­მარ­თულ მას­შტა­ბურ სამ­ხედ­რო აღ­ლუმ­ზე 26-ზე მეტი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რე­ბი და­ეს­წრნენ. აღ­ლუმ­ში ათა­სო­ბით ჯა­რის­კა­ცი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. BBC-ის ცნო­ბით, ჩი­ნეთ­მა ახა­ლი ია­რა­ღიც წა­რად­გი­ნა, მათ შო­რის ლა­ზე­რუ­ლი ია­რა­ღი, ბირ­თვუ­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი და გი­გან­ტუ­რი წყალ­ქვე­შა დრო­ნე­ბი.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო:

  • კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სი რა­დი­უ­სის წყალ­ქვე­შა ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა – JL-3
  • სახ­მე­ლე­თო ბა­ზი­რე­ბის ინ­ტერ­კონ­ტი­ნენ­ტა­ლუ­რი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის ახა­ლი ვერ­სია – DF-31
  • წყალ­ქვე­შა დრო­ნი და ლა­ზე­რუ­ლი ია­რა­ღი – AJX002
  • ახა­ლი კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბის რა­დი­უ­სი მთელ პლა­ნე­ტას მო­ი­ცავს – DF-5C
  • სა­ჰა­ე­რო ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა – JL-1

აღ­ლუ­მის და­სას­რულს ცაში 80 000-მდე მტრე­დი და ბუშ­ტე­ბი გა­უშ­ვეს.