მამუკა მდინარაძე ხაბეიშვილის განცხადებაზე: სიტყვა დამხობა არ შეიძლება მშვიდობიანი იყოს. სხვა განცხადებებს უფრო მივაქცევდი ყურადღებას როგორც იურისტი, სადაც შეიძლება უფრო იკვეთებოდეს დანაშაულებრივი კვალიფიკაციის ნიშნები

მათი მოწოდება სიტყვა – დამხობა, არ შეიძლება მშვიდობიანი იყოს, რადგან ერთმანეთს გამორიცხავს. ამ ხალხის სხვა განცხადებებს უფრო მივაქცევდი ყურადღებას როგორც იურისტი, სადაც შეიძლება უფრო აშკარად იკვეთებოდეს დანაშაულებრივი კვალიფიკაციის ნიშნები, – განუცხადა ჟურნალისტებს სუს-ის ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძეს ჰკითხეს ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომელიც საქართველოში მშვიდობიანი რევოლუციის მოხდენას ეხებოდა.

„მშვიდობიანი დამხობა როგორი ტერმინია იცით? რა მოვიგონო, არ ვიცი. „კეთილი სააკაშვილი“ – დაახლოებით ასეთი ოქსიმორონია. არ შეიძლება სერიოზულად ასეთი ხალხის და ასეთ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება. ეს არ არის დღეს გამოწვევა, რომელიც დღეს ქვეყანას აწუხებს. ერთადერთი, პატარა ტურბულენციას შეეცდებიან და უკვე ჩვენი სამსახური [სუს-ი] არის იმისთვის, რომ ასეთი პატარ-პატარა ტურბულენტობები ქვეყანამ თავიდან აიცილოს. აქ არის მაქსიმუმ იმის საფრთხე, რომ არ დააზიანონ მცირედით ეკონომიკა, ადამიანები არ გაანერვიულონ. მათი მოწოდება სიტყვა – დამხობა, არ შეიძლება მშვიდობიანი იყოს, რადგან ერთმანეთს გამორიცხავს.

ამ ხალხის სხვა განცხადებებს უფრო მივაქცევდი ყურადღებას როგორც იურისტი, სადაც შეიძლება უფრო აშკარად იკვეთებოდეს დანაშაულებრივი კვალიფიკაციის ნიშნები. აქედან გამომდინარე, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას იმისათვის, რომ სახელმწიფომ გამართულად იფუნქციონიროს და ვიღაცას არ ჰქონდეს საშუალება პატარ-პატარა ტურბულენციებით ეროვნული ინტერესები დააზიანოს“, – აღნიშნა მდინარაძემ.