სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ეხმაურება და განმარტავს, რომ ის არის დეზინფორმაციული ხასიათის.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მიზნად ისახავს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანი რეპუტაციის შელახვას, ინსტიტუტის მიმართ უნდობლობის გაზრდას და აზიანებს ადამიანის უფლებების დაცვის პროცესს.
„სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო პერიოდში სხვადასხვა საჯარო პირის, მათ შორის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელიც არის დეზინფორმაციული ხასიათის, მიზნად ისახავს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანი რეპუტაციის შელახვას, ინსტიტუტის მიმართ უნდობლობის გაზრდას და აზიანებს ადამიანის უფლებების დაცვის პროცესს. სახალხო დამცველი შეახსენებს ყველას, რომ ის არის კონსტიტუციური და დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ყოველგვარი ჩარევის გარეშე დამოუკიდებლად ზედამხედველობს, აფასებს მოვლენებს და შესაბამისი ფორმით ახდენს საზოგადოების ინფორმირებას“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოს მეხუტე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლევან იოსელიანი შესაძლო ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით „დუმს და უმოქმედოა“.