“ჩვენ ვიბრძვით არა ტერიტორიებისთვის, არამედ იმ ადამიანების უფლებისთვის, ისაუბრონ მშობლიურ ენაზე, ვინც ამ ტერიტორიებზე [უკრაინაში] ცხოვრობენ” – ვლ. პუტინი

ვლადიმირ პუტინმა ჩინეთში ვიზიტის დასრულებისას არაერთი საყურადღებო განცხადება გააკეთა. მათ შორის არის ის, რომ რუსეთისთვის პრიორიტეტია ადამიანების უფლებები უკრაინაში – კერძოდ, ადამიანებს ჰქონდეთ მშობლიურ რუსულ ენაზე საუბრის საშუალება და მსგავსი. მისი თქმით, თუკი ამ ხალხმა გამოხატა თავისი ნება რეფერენდუმზე, რომ შემოვიდნენ რუსეთის ფედერაციაში, ეს არის ასაღიარებელი.

პუტინი აღნიშნავს, რომ უკრაინის კონსტიტუცია არ იძლევა პრეზიდენტისთვის არჩევნების გარეშე მმართველობის ვადის გაგრძელებას, ხოლო საომარ ვითარებაში არჩევნები, მართალია, არ ტარდება, მაგრამ პრეზიდენტის უფლება-მოსილებანი გადადის პარლამენტის – ვერხოვნაია რადას სპიკერზე. პუტინმა შეახსენა ჟურნალისტებს, რომ ზელენსკის დაცვა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს არ უშვებს სამუშაო ადგილზე (!) და ამით თავიდან იცილებს სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ვადის გასვლის თაობაზე.

პუტინის თქმით, ყველაფერ ამის მიუხედავად იგი არ გაურბის ზელენსკისთან შეხვედრას, რადგან იგი ამას ტრამპს დაპირდა. “თუნდაც მოსკოვში ჩამოვიდეს” – განაცხადა პუტინმა ზელენსკითან შეხვედრასთან დაკავშირებით.