დიალოგი სიცოცხლის გახანგრძლივებასა და უკვდავებაზე – რა ისმის პუტინისა და სი ძინპინის საუბრის ჩანაწერში?

გა­მო­ცე­მა Bloomberg წერს, რომ პე­კინ­ში გა­მარ­თულ სამ­ხედ­რო აღ­ლუმ­ზე რუ­სე­თის, ჩი­ნე­თის და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რე­ბი სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა­ზე სა­უბ­რობ­დნენ. ამის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გახ­და და­ახ­ლო­ე­ბით, 1-წუ­თი­ა­ნი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რით, რო­მე­ლიც მიკრო­ფო­ნებ­მა შემ­თხვე­ვით ჩა­ი­წე­რა.

“ადრე ადა­მი­ა­ნე­ბი იშ­ვი­ა­თად აღ­წევ­დნენ 70 წელს. ახლა კი 70 წლის ასაკ­ში ისევ ბავ­შვი ხარ”, – თქვა სი ძინ­პინ­მა.

  • მას პუ­ტი­ნი (ვი­დე­ო­ში ის­მის მისი სი­ტყვე­ბის ჩი­ნურ ენა­ზე თარ­გმა­ნი) ასე პა­სუ­ხობს:

“ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით ორ­გა­ნო­ე­ბის შე­უ­ზღუ­და­ვად შეც­ვლა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი… რაც უფრო დიდ­ხანს იცხოვ­რე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, მით უფრო ახალ­გაზ­რდე­ბი გახ­დე­ბი­ან და ისი­ნი შეძ­ლე­ბენ უკ­ვდა­ვე­ბა­საც კი მი­აღ­წი­ონ”,

ჩი­ნელ­მა ლი­დერ­მა მი­უ­გო:

“ზო­გი­ერ­თი პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, ამ სა­უ­კუ­ნე­ში ადა­მი­ა­ნე­ბი შეძ­ლე­ბენ 150 წლამ­დე იცხოვ­რონ”.

პუ­ტინ­სა და სი ძინ­პინს გვერ­დით ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რი კიმ ჩენ ინი მიჰ­ყვე­ბო­და. ჩა­ნა­წერ­ში ის­მის თარ­ჯიმ­ნის ფრა­ზა კო­რე­ულ ენა­ზე, სა­დაც ორ­გა­ნო­თა ტრან­სპლან­ტა­ცი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი.

კრემლს გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი უკვე 72 წლი­საა.

ჟურ­ნა­ლის­ტებს არა­ერ­თხელ და­უ­წე­რი­ათ გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის მე­თო­დე­ბის მი­მართ პუ­ტი­ნის გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რე­სებ­ზე. 72 წლი­საა სი ძინ­პი­ნიც.