მაიკ ბენცის თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის იდეას ამოფარებული მემარცხენე ორგანიზაციები, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ლობირებდნენ

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი მაიკ ბენცი ამბობს, რომ USAID-ი, NED-ი, სოროსის ფონდი, ატლანტიკური საბჭო და სხვა მემარცხენე ორგანიზაციები დახელოვნებულები იყვნენ დიპლომატიურ თვალთმაქცობაში და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის იდეას ამოფარებულნი, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ლობირებდნენ.

ბენცის თქმით, ისინი ამისთვის ცენზურის ინსტიტუტს იყენებდნენ, რომელმაც ამერიკიდან ევროპაში გადაინაცვლა. ის განმარტავს, რომ ამერიკაში ცენზურის აკრძალვის ფონზე, სახელმწიფო დეპარტამენტმა, USAID-ის და არასამთავრობოების დახმარებით ევროპაში ცენზურის აპარატი შექმნა. მთავარი მიზანი სოციალურ ქსელებსა და Google-ის საძიებო სისტემაში არახელსაყრელი პოლიტიკური პარტიების, ასევე ნატოსა და ევროკავშირის მაკრიტიკებელი სტატიებისა და პოსტების დაბლოკვა იყო.

ბენცი „რადიო თავისუფლებას“ ამერიკის დაზვერვის მიერ შექმნილ ჯაშუშურ ქსელს უწოდებს და სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური გავლენის აპარატად მოიხსენიებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები დაზვერვის სამსახურის დავალებით მოქმედებენ.